სახელთა ეტიმოლოგია ,,ვეფხისტყაოსანში"

სახელთა ეტიმოლოგია ,,ვეფხისტყაოსანში"
ხელმძღვანელი თეა გაგუა

четверг, 7 января 2010 г.

თემაზე მუშაობს მოსწავლე ეკა ბოხუა

გამოყენებული ლიტერატურა
1. ზვიად გამსახურდია ,,ვეფხისტყაისნის სახისმეტყველება“
2. იუსტ. აბულაძე ,,რუსთველოლოგიური ნაწარმოები“
3. ი. აბულაძე ,,ვეფხისტყაოსნის გმირის სახელის ,,ტარიელ“ და ,,ავთანდილ“ ეტიმოლოგიისათვის
4. გ მურღულია, გ. ალიბეგაშვილი ,,საუბრები ქართულ ლიტერატურაზე“
5. ანტონ პირველი ,,ღვთისმეტყველება“ ტომი II გვ 558
6. ზვიად გამსახურდია ,,წერილები, ესეები“




დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთველის უკვდავი პოემა ვეფხისტყაოსანი" მდიდარი და ღრმაშინაარსიანი ქართული მწერლობის უჭკნობი გვირგვინი და უმაღლესი მწვერვალია. მასში მრავალი საინტერესო საკითხია განხილული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძველ მსოფლიოში გავრცელებული სახელები ღმერთებისა, გმირებისა და მოკვდავი ადამიანებისა უპირატესად ალეგორიოლი ეტიმოლოგიზმის პრინციპს ემყარებიან.
ამჯერად მიზანი კვლევისა ერთია, გავარკვიოთ, ტუ რატომ ატარებენ პოემის გმირები ამგვარ სახელებს, რა მიზანი ჰქონდა ავტორს მათი შერჩევისას.
დავიწყებ პოემის მთავარი გმირის, ტარიელის სახელით. სახელი ,,ტარიელი“ ღრმად არის დაკავშირებული პოემის მთავარი გმირის თავისებურებებთან, რაშიც დაგვარწმუნებს ამ სახელის კომპონენტების ტარ და ელი ფუძეთა ეტიმოლოგიური განხილვა. ტარ - ფუძიდან ნაწარმოები უძველესი სახელები და ტოპონიმები გვხვება ჯერ კიდევ პალეო- მედიტერანულ და პალეო-კავკასიურ მისტერიათა სამყაროში. ფუძე ტარ ღვთაების აღმნიშვნელია და მისგან არის ნაწრმოები უძველესი მცირეაზიული ამინდისა და ჭეაქუხილის ღვტაებების სახელები. Tarw ეგეოსურ-ანატოლიური ფუძეა, ელვა-ჭექის ღვთაების აღმნიშვნელი. ტარრა უძველესი მედიტრეანული ტოპონიმია, კერძოდ, ქალაქის სახელწოდებაა კრეტაზე, სადაც იყო აპოლონ ტარრაელის კულტი. აქადურ ენაშიც ფუძე tar ღვთაების აღმნიშვნელია.
კლასიკურ სანსკრიტში, სიტყვა tara ვარსკვლავეთის, ზეციურის აღმნიშვნლია. სპარსულში tar–ფუძე ღვთაებრივის და ხშირად, ქრისტიანულის აღმნიშვნელია: tarixu-gum საღვრთო წიგნის სახელწოდებაა, tar-isa, tarsa სპარსულ ქრისტიანულ ეკლესიას ეწოდება, tarca-ქრისტიანს.
ტარ-ფუძიანი სახელები გვხვდება ბუდისტურ ლიტერატურაშიც. ტარა ბუდიზმში მხსნელი არსებაა, ზეციური შვიდთვალა. ტარა-ბაი ინდურ მითოლოგიაში ვარსკვლავეთის ქალწულია, რომელიც არასოდეს ბერდება. ტარა-ნი ჰინდის ენაზე ტიტულია მაცხოვრისა, მზისა, ტარა-ნის გალლური ღვთაებაა, რომელსაც რომაელები ჭექა-ქუხილის ღმერთთან აიგივებენ. ქალდური ძირი tar ნიშნავს ძეს, ცხოვრების ხეს.
ტარ-იქ, ტარ-იქა, ნიშნავს არაბულ ენაში და კერძოდ სუფიზმში, სუფიზმის სულიერ გზას, ღვთის გზას, რომელსაც მიჰყვება ინიციაციის მაძიებელი.ტარიქ თავისთავად ნიშნავს ხსნის გზას, დაკავშირებულია მედიტაციასთან.
ის ფაქტი, რომ რუსთველმა ტარიელის შეფარვით შექებისათვის გამოიყენა მის უძველეს სახელთან დაკავშირებული ფუძეებიდან ნაწარმოები სახელი ,,ტარიელი“ სრულიადაც არ არის შემთხვევითი.
სახელის შერჩევა ,,ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირისათვის უთუოდ ითვალისწინებდა მის მისტერიალურ სემატიკას, რომელიც პოემის დედააზრთან არის დაკავშირებული.
ავთანდილის სახელის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით არსებობს ორი ძირითადი მოსაზრება: ნ. მარისა და იუსტ. აბულაძისა.
ი.აბულაძე თავდაპირველად ნ. მრთან ერთად სახელ ,,ავთანილის“ ეტიმოლოგიას უკავშირებდა ირან. ,,ხაფტანს“ (,,ვეფხვის ტყავის აბჯარი“) და ირან. ,,დილს“ (გული). მაგრამ შემდგიმში შეიტანა შესწორებადა ამ სახელის პირველი ნაწილი დაუკავშირა არაბულ avtan-ს,რომელიც არის მრავლობითი რიცხვი სიტყვისა avtan (სამშობლო) ე.ი. ამგვარი გაგებით ,,ავტანდილ“ ნიშნავს ,,სამშობლოს გოლს“. ი. აბულაძემ კიდევ შეიცვალა აზრი და ამ სახელის მეორე ნაწილი,,დილ“დაუკავშირა არაბულ სიტყვას ,,დინ“ სარწმუნოება. სახელ ავთანდილის ამგვარი ეტიმოლოგია გვარწმუნებს, რომ პოემაში იგი წარმოადგენს სწორედ სარწმუნოების, რწმენის პერსონიფიკაციას ანუ განსახიერებას.
სამი სახვთისმეტყველო სათნოების სარწმუნოება, სასოება, სიყვარულის პერსონიფიკაციები მოცემულია ,,ვეფხისტყაოსნის" სამ მთავარ გმირში: ავთანდილი- სარწმუნოება, ფრიდონი- სასოება, ტარიელი -სიყვარული.
ასევე სიმბოლურად იშიფრება პოემის გმირის თინათინის სახელი.კერძოდ Tin,Tinia ძველი ეტრუსკული ღვთაებაა დღისა,სინათლისა და წარმოადგენს ცის პერსონიფიკაციას.ამასვე უკავსჰირდება ქართული სიტყვა “თენება“.
თინათინის ლიტერატურული ფორმაა “ათინათი“,რაც ნიშნავს სინათლის ციმციმს,ნათებას,აგრეთვე საბასეული განმარტებით,“სარკით ანუ მისთანათა რათმე მზის შუქის კედელზე ციალს“,ე.ი ეს სიტყვა სინათლის სარკისეულ ანარეკლსაც ნიშნავს,ხოლო სარკე როგორც ანტიურ,ისე შუასაუკუნეობრივ ფილოსოფიასში საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა გონებისა,რაც მიუთითებს იმაზე,რომ თითოეული ადამიანის ინდივინდუალური ადამიანური გონება სარკეა ღვთაებრივი გონებისა,მისი ანარეკლია.გონება-სარკის სიმბოლო პლატონიდად,პლატონური ფილოსოფიიდან მომდინარეობს და ფრიად გავრცელებულია შუასაუკუნოებრივ პოეზიაში.
საღვთო სიბრძნის,სოფიას უშუალო ჭვრეტა ჩვეულებრივ ადამიანს არ ძალუძს,ამის გამო მას ეძლევა სოფიას ნათელი სარკეში გარდატეხილი სინათლის,ე.ი თინათინის,ანარეკლის სახით.
რუსთაველის პოემაში ავთანდილის(სარწმუნოების) მიჯნური არის თინათინი(გონება),რომლის სახელი თავისი ხმოვანებით “ათინას“-საც უკავშირდება.ათენი ფილოსოფოსთა ქალაქი არის,სამშობლო ფილოსოფიისა,გონებისმიერი შემეცნებისა.
სარკე საყოველთაოდ გავრცელებული სიმბოლოა გონებისა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაშიც.“სარკით ღმრთის მხედი“ გონებით ღმრთის მხედია.აი,ამგვარი გონების,ანუ “ზემხედველი ცნობის“ პერსონიფიკაციაა თინათინი,ქალი,რომელიც “მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზემხედველითა“.
გონებისმიერ ჭვრეტას,განყენებულ აზროვნებას ფილოსოფიაში ეწოდება სპეკულაცია,რაც სარკის ეტიმოლოგიას უკავშირდება.სპეკულაცია ლათინური შესატყვისია ბერძნული თეორიისა.არსებითი სახელი speculum ლათინურად ნიშნავს სარკეს,ანარეკლს,მსგავსებას,ხოლო მისგან ნაწარმოები ზმნა speculatia-ჭვრეტას,ჭვრეტით,აბსტრაქტულ აზროვნებას.სპეკულატურ აზროვნებას ქართულ ენაზე შეგვიძლია თინათინური აზროვნებაც ვუწოდოთ.
დავარის სახე ბერძნული მითოლოგიის ჰეკატეს ენათესავება. ჰეკატეს, მაგიის სიმბოლოს, ვარსკვლავთა მაგიურ ზეგავლენის ცოდნას, რაც არაელინური წარმოშობის სიბრძნეა და კოლხეთიდან მომდინარეობს, სადაც იყო ჰეკატეს კულტი, რომლის ქურუმიც იყო მედეა. ,,ვეფხისტყაოსანში“ დავარი არის მაგიური ცოდნის მფლობელი, ,,ვინ გრძნებითა ცაცა იცის“. თუ ბერძნულ მითოლოგიაში ჰეკარტე პერსესის ასულია, ,,ვეფხისტყაოსანში“ დავარი (მაგია) ფარსადანის, სპარსული პერსესის (ვარსკვლავთმატყველების) დაა, რაც მისი ერთერთი განშტოებაა, ჰეკატე-მედეას მითოსური სახე კი ,,ვეფხისტყაოსანში“ გაყოფილია ორადთ ნესტანად და დავარად. დავარი ამავე დროს არის ნესტანის მოძღვარი.
დავარი იმის გამო უსწრებს წინ ნესტანს,რომ მაგია უფრო ზველი მოვლენა კაცობრიობის ცივილისაციის ისტორიასი,ვიდრე ტეოსოფია და რელიგია,მაგია პირველადი ცოდნაა პირველოფილი კაცობრიობისა,თეოსოფია,მისტიკა კი სულიერად განვითარებული კაცობრიობის პირმშოა.
,ვეფხისტყაოსანში ნეგატიური ძალების პერსონიფილაცია ქაჯეთის ციხე,რ ომელთაც არის დაკავშირებული დავარი,შავი მაგიის ადეპტი,ქვრივი ქაჯეთის გათხოვილი.
პოემაში არის მინიშნებები იმაზეც,რომ ფარსადანის კარზე საიდუმლოდ მოქმედებდნენ ქაჯეთის შავი მაგიები,რომელთა მიზანიც არის ინდოეთის დამხობა და ნესტანის გატაცება.შავი მაგიის ეს ადეპტები ,ღვთის მტრებად არიან მოხსენიებული .
,,დავარს დასა მეფისა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან “
დავარის თვით მკვლელობა მიუთითებს იმაზე,რომ შავი მაგია შეიცავს თვითგანადგურების ძალებს,იგი ადამიანის მე-ს წინაამღდეგაა მიმართული,
სპობს მას.ი.აბულაძე ეტიმოლოგიით ნურ-ადლინ ნიშნავს სარწმუნეობის ნათელს,ხოლო მისი სამკვიდრებელი, მურღაზანზარი -ფრინველთა ქვეყანას,ფრინველთს,რაცსუფისტურ სიმბოლიკაში სულიერ სამყაროს,სულიერ პლანს ნიშნავს.სიტყვა NUR არაბულ-სპარსული სუფისტური ტერმინია სპირიტუალური ნათლის აღმნიშვნელი.
ფრიდონი ,ანუ ფაჰრიდუნი ,ნიშნავს საღვთო მადლს, ანუ ფაჰრის მატარებელს, ნიმბოსანს, შემთხვევითი როდია ამ სახელის მსგავსება შაჰნამეს ფაჰრიდულიინთან. ტერმინი ,,ფაჰრი“ ავესტური წარმოშობისაა და ნიშნავს არა მხოლოდ მეფურ დიდებულებას, არამედ ზენა მადლს, რომელიც რჩეულ შარავანდედით ასხივოსნებს.
ნურადინ ფრიდონი, როგორც სარწმუნოების ნათლის,იმედის პერსონიფიკაცია, საუკეთესოდ ჩანს შემდგომ სიტყვებში, რომელთაც იგი ანუგეშებს ტარიელს:
,,კვლაცა მითხრა: ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,
მას ლახვარსა მოაშორებს, თუცა პირველ გულსა უხებს,
იგი მოგვცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგვიქუხებს,
ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არასოდეს შეგვაწუხებს.“
ასე, რომ იმედი-ფრიდონი ნუგეშისმცემელია. ფრიდონი ტარიელის გულში ჩასახავს იმედს, რომ ნესტანი არსებობს, ცოცხალია და შესაძლებელია მისი ძებნა და პოვნა.
საინტერესოა გმირი ქალის ნესტანის სახელის სიმბოლიკაც.
ნესტანი ერთი მხრივ სულიწმინდის, ზეციური ევას, მარადქალური სოფია განსახიერებაა, რის სიმბოლოც არის ედემის ცხოვრების ხე. ნესტანში მოცემულია საღვთო და ადამიანური ყოფის ერთიანობა.
,,ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა,
ფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა,
მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლის ააბანოსა,
კარსა ზედა მოჰფენოდა ფარდაგები ოქსინოსა“
ნესტანის სახის მართებული გაგაებისათვის მშობლის სახელის მზაზამეტყველების გარკვევას. სიტყვა ,,ფარსადან“ სპარსულად ნიშნავს ბრძენთაგანს. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნესტანი არის სიბრძნის ასული, მაგრამ რომელი სიბრძნისა? სიტყვა ,,ფარს“ -ს ეტიმოლოგია უკავშირდება პერსესს, რაც ძველაღმოსავლურ ვარსკვლავთმეტყველებას განასახიერებს. ე. ი. ნესტანი ნიშნავს საღვთო სიბრძნეს.
ვინ არის ფატმანი? ამის გარკვევაში დაგვეხმარება მისი სახელის ეტიმოლოგიის გარკვევა.
არაბულ ენაში სიტყვა ,,ფეჰმ“ ნიშნავს ,,გაგებას“, ,,მიხვედრას“. ამ სიტყვიდან ნაწარმოები სახელები უკავშირდება ცოდნას, გაგებას, მიხვედრას, რაც ამსოფლიურ სიბრძნეს, ცოდნას, ჭკუას გულისხმობს, გამოცდილებაზე დამყარებულს.
საინტერესოა ,,ვეფხისტყაოსნის“ ქვაბის სიმბოლიკაც.
ტარიელი მკვიდრობს ქვაბში, რაც სიმბოლოა მისტიური ჩაღრმავებისა, ცნობის სიღრმისა. მას აქცვია ვეფხის ტყავი, სიმბოლო მისი სულიერი ძალმოსილებისა.